среда, 13 июля 2016 г.

მერვე მოდულის რეფლექსია

      გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის იმდენად საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგი იყო, ძალიან მწყდება გული დასასრულს რომ უახლოვდება ტრენინგი. დღეს განვიხილე საკუთარი პროექტის პრეზენტაცია. ასევე ვისწავლე პროექტის შაბლონის გადმოწერა, ვიდეო გაკვეთილების გვეერდის ჩვენება. მოხდა ტრენინგის შეჯამება და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა. ტრენინგზე შეძენილ  ცოდნას სიამოვნებით გამოვიყენებ საწავლო პროექტების დაგეგმვისას. უღრმესი მადლობა ბატონ დავითს საინტერესო ტრენინგისათვის.

пятница, 8 июля 2016 г.

მეშვიდე მოდულის რეფლექსია

საკმაოდ საინტერესო იყო მოდული ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე, მასწავლებლის როგორც ფასილიტატორის და კითხვების დასმაზე, რომელიც ეფექტური სწავლების სემადგენელი ნაწილია.

მეექვსე მოდულის რეფლექსია

მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით საინტერესოდ არის წარმოდგენილი დიფერენცირებული სწავლების ოთხი სახე:  შინაარსი, პროცესი, პროდუქტი, სასწავლო გარემო.

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით, გავაანალიზე შეფასების სტრატეგიები და პორტფოლიოს რუბრიკაში წარმოდგენილი სტანდარტები. გავიარე საფეხურები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასებისათვის.

მეოთხე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული მეტად საინტერესო იყო, რადგან უკეთ გავაცნობიერე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რა შეიძლება მოეთხოვოს მოსწავლეს შედეგზე გასასვლელად.